გიზო წულაიას სახელობის გაჭედილის საჯარო სკოლამ მეთორმეტე კლასელებს გულთბილად გააცილა
30-05-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მდებარე გიზო წულაიას სახელობის საჯარო სკოლამ მოსწავლეებისთვის სკოლასთან გამომშვიდობების ამაღელვებელი ცერემონია გამართა. 

მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მომავალ სტუდენტებს წარმატება უსურვეს ყველა წამოწყებაში და დაალოცეს ცხოვრების ახალი ეტაპისკენ მიმავალი გზა.

„საუკეთესო სურვილებით, დიდი  სითბოთი, სიყვარულითა და ცრემლიანი თვალებით გავაცილეთ  ჩვენი თვალხატულა  გოგო-ბიჭები მომავლისკენ.

ამაყად, ლაღად, მხნედ გევლოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად. გფარავდეთ უფალი!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ გზავნილში.

მოსწავლეებისთვის ეს დღე სიხარულისა და სევდის შერეული გრძნობებით აღინიშნა. სკოლა მათ იმედით დაემშვიდობა, რომ თითოეული მათგანი ღირსეულად გააგრძელებს გზა ცხოვრებასა და განათლებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...