თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული განათლების შესახებ გამართულ საინტერესო შეხვედრას დაესწრნენ
30-05-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

სულ ახლახან, თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის N213 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ, სადაც მიწვეული იყო პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი დავით გვეტაძე.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ძალზე საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...