ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში ხელოვნების უფროსმა მასწავლებელმა, ნაზილა მეხტიევამ ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ გამოფენას, რომელიც ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ხელნაკეთი ნივთები, ისე ნახატები რომლებიც V-IX კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესრულებული.
განსაკუთრებილი შემოქმედებითი ნიჭითა და ენთუზიაზმით გამორჩეული მასწავლებლის გამოფენა ყოველთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია.
გამოფენაზე მასწავლებლებისა და მოსწავლეების გულმოდგინე შრომის შედეგად შექმნილ ნივთებს დადებითი შეფასებები მოჰყვა მასწავლებლების,მოსწავლეების,მშობლებისა და მოწვეული სტუმრის, რეზო გასანოვის (კავკასიის იურიდიული და ინტეგრაციის ცენტის დირექტორი) მიერ.
გეტას საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, განსაკუთრებული მადლობა ნაზილა მეხტიევას დაუღალავი შრომისთვის და ამ დღის საზეიმოდ გადაქცევისთვის.
იხილეთ ფოტოები: