ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ მეთოდს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
29 მაისს, ზემოსურების საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი რუსულ ენასა და ბუნებაში თემაზე - „Какие мы“, „ბუნებრივი ადაპტაცია და მისი ფორმები“ (ცხოველთა სამყაროს შესახებ).
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილზე გამოყენებული მრავალფეროვანი რესურსების საშუალებით (ასოციაციური რუკა,პაზლი-მსოფლიო ეკოსისტემები) სასწავლო პროცესმა საინტერესოდ ჩაიარა, მე-6 კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ აქტივობებში, გამოიყენეს წერა-კითხვის, მოსმენა-ლაპარაკის სტრატეგიები, იმუშავეს თვითრეფლექსიაზე.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და ლექსიკური მარაგი წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: