ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების - მარინა ალელიშვილის, ლამზირა მაცუკატოვას და ალლა ოსიძის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, თავდადებული გმირებზე, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს ქართველი ერის სიმამაცე და თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე. მათ ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: