მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველი სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. პატარებმა ლექსები წაიკითხეს, განვლილი მასალა შეაჯემეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სასკოლო საზოგადოებამ პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვა.
საყვარელმა მასწავლებელმა თეთრიკო პაპავამ კი მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და მოწაფეებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
იხილეთ ფოტოები: