ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ.
აღსანიშნავია Minecraft Education Editing-ის დახმარებით განხორციელებული პროექტი - „სოფელი ვაშლოვანი“.
მე-5 კლასის მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნას“ შესწავლის შემდეგ, პედაგოგმა - ნათია ბუსხრიკიძემ გაკვეთილის მრავალფეროვნებისთვის, მათი ინტერესიდან გამომდინარე, შესთავაზა საინტერესო პროექტი ტექნოლოგიების გამოყენებით.
რამაც, როგორც პედაგოგი გვეუბნება, გაამართლა - მოსწავლეებმა შექმნეს საუცხოო ნამუშევრები და საინტერესო პრეზენტაციებიც შექმნეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: