სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, მათ უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლიან და მათ კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავენ.
ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ღონისძიება, რომელიც არაერთ საზეიმო თუ მუსიკალურ ნომერს მოიცავდა, მუსიკის მასწავლებლების - მარიკა დალაქიშვილის და მარინა პაპაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დღესასწაული აჩუქეს.
სკოლაში ყველა ბავშვს გულთბილად მიულოცეს მათი დღესასწაული და ჯანმრთელობა, ბედნიერება და უდარდელი ბავშვობა უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: