ანდეზიტის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
30-05-2025

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების - მაკა მუჯირისა და ქრისტინე ტონოიანის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი საოცარი, ლამაზი, პატრიოტული ღონისძიება წარმოადგინეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.

მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვები, სიმღერები და სიმბოლურად საქართველოს დროშაც ააწყვეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწია ქართველ ერს დამოიკიდებლობამდე, ამიტომ მისი შენარჩუნება ფასდაუდებელია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...