
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
აღსანიშნავია ღონისძიება - „ჩვენი ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით, VII, VIII, IX, X და XI კლასების ჩართულობით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გამოფენა, სადაც მოსწავლეთა “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე შექმნილი ნახატები და კალიგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები ნამუშევრების შექმნას დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ და მნახველთა აღფრთოვანება დაიმსახურეს.
ასევე, გამოიფინა მუზეუმისა და მოსწავლეთა ოჯახების პირად საკუთრებაში არსებული “ვეფხისტყაოსნის” საკოლექციო გამოცემები.
ღონისძიება დააგვირგვინა თეატრალურმა წარმოდგენამ, სადაც მოსწავლეებმა პოემის სხვადასხვა ეპიზოდი გააცოცხლეს.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ამ შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი.
„უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს, კათედრის წევრებსა და მუზეუმის ადმინისტრაციას. თათა ფეიქრიშვილსა და ნინო წიქარიშვილს, ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ყვარელში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: