ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს 
30-05-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024 -2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პირველი სასწავლო მიღწევები კი ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს „დედაენას“, მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, განადიდეს ქართული ანბანი, მისი კეთილხმოვანება, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა. პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და მუსიკალური და საცეკვაო ნომრებიც წარმატებით შეასრულეს. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და ქართული ენის მასწავლებელი ბელა ლაღაძე სიამაყით აღავსეს

მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203