
წალკის N2 საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა გააცილეს.
21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. სკოლის დამთავრება ახალგაზრდებს მთელმა სკოლამ მიულოცა.
კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები დღის ბოლოს კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. ბავშვობასთან, მასწავლებლებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მე-12 კლასელებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. მათ მადლობა გადაუხადეს დირექციასა და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის.
დირექტორმა - ლეილა წიკლაურმა აღზრდილებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა და ნათელი მომავალი უსურვა.
„ყველა სკოლადამთავრებულს ვულოცავთ გასავლელ გზებს, ვუსურვებთ დღეგრძელ, წარმატებულ ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნავს დირექტორი და კურსდამთავრებულთა გულმხურვალე გულშემატკივრად რჩება.