აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა, სადაც განსაზღვრულია სუბსიდიის მიმღებთა კატეგორიები.
დოკუმენტის თანახმად, 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი – 150 ლარს მიიღებს. ხოლო დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანზე 200 ლარი გაიცემა.
იგივე თანხაა განსაზღვრული აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე და ასევე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნებზე.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით - დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე