საგამოცდო ბარათები აბიუტურიენტებმა მას შემდგომ უნდა ამობეჭდონ, რაც ცნობილი გახდება, გამოცდის თარიღები. გთავაზობთ ინფორმაციას, იმის შესახებ თუ საიდან შეგიძლიათ საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და რა უნდა გაითვალისწინოთ.
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობს შედეგებს).
ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
შედეგების გასაგებად შეინახეთ ან დაიმახსოვრეთ თქვენ ბარათზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი.