„ნაადრევი ქორწინება“ და „მენტალური ჯანმრთელობა“ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა საინტერესო პროექტებზე იმუშავეს
30-05-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

28 მაისს, სკოლის X და X კლასის მოსწავლეებმა, საგანში - პროექტული სწავლება სამოქალაქო განათლებაში (მასწავლებელი: ნათია ნამიჭეიშვილი), მოაწყვეს პროექტების პრეზენტაცია თემებზე: „ნაადრევი ქორწინება“ და „მენტალური ჯანმრთელობა“.

აღნიშნული საკითხები გადანაწილებული იყო 4 გუნდზე. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების, მიზეზების, შედეგების, გლობალური სტატისტიკის, ჯანმრთელობის რისკების, დარღვეული უფლებების და კანონმდებლობის შესახებ, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მენტალური ჯანმრთელობა, დეპრესია მოზარდებში, სტრესი და მისი მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკრანი, სოციალური მედია და გეიმინგი.

ორივე პრობლემა - როგორც ნაადრევი ქორწინება, ასევე მენტალური ჯანმრთელობა, განიხილეს დარღვეული უფლებების ჭრილში, რისთვისაც შეისწავლეს ბავშვის უფლებების კონვენცია და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. გაეცნენ საქართველოს კანონმდებლობას ნაადრევი ქორწინების შესახებ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტების განხორციელებით მოსწავლეებმა შეიძინეს შესაბამისი ცოდნა და უნარები, მზად არიან როგორც თანატოლგანმანათლებლებმა თავისუფლად ისაუბრონ ამ თემებზე და კომპეტენტური, არგუმენტირებული ინფორმაცია მიაწოდონ თანატოლებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...