უჩმანის საჯარო სკოლის ​პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
30-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის ​პირველკლასელებმა 2024 -2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და მუსიკალური და საცეკვაო ნომრებიც წარმატებით შეასრულეს. 

ღონისძიების ბოლოს მშობლიური ენის მასწავლებელმა სვეტლანა ჰაროსიანმა ​პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა, ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა და საყვარელ მოწაფეებს ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203