ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
21 მაისს, მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ბავშვობასთან, საყვარელ მასწავლებლებთან და სკოლასთან გამომშვიდობება ახალგაზრდებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა.
კურსდამთავრებულებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და სცენაზე სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს, დირექციასა და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
დირექტორმა და მასწავლებლებმა კი აღზრდილებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: