„სითბური მოვლენები“ - ქუთაისის N38 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
30-05-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი, მოზარდების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

აღსანიშნავია, VIII კლასში ჩატარებული პროექტი ფიზიკაში, თემაზე - „სითბური მოვლენები“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

მოსწავლეები პროექტში აქტიურად ჩაერთნენ, მოამზადეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთები.

მე-8 კლასელებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და უკვე ნასწავლი განიმტკიცეს.

პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა - ლალი გოლეთიანმა შესთავაზა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...