ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის ბიბლიოთეკას “წიგნებისა და ლიტერატურის კლუბის” ინიციატივით, მხატვრული ლიტერატურა შეემატა
29-05-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს “წიგნებისა და ლიტერატურის კლუბი”, რომლის წევრებიც ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას ეცნობიან, განიხილავენ და წიგნების დახმარებით, თვალსაწიერს იფართოებენ

“წიგნებისა და ლიტერატურის კლუბი” შეუერთდა გლობალურ აქტივობას - წიგნების ჩუქების საერთაშორისო დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, კლუბის ინიციატივით, ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა კლასების მიერ შერჩეული წიგნები.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე განიხილეს მათ მიერ შერჩეული წიგნები და ახსნეს თუ რატომ უნდა ჰქონდეს თითოეულ ადამიანს წაკითხული ესა თუ ის წიგნი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები ამ ღონისძიებით წიგნებს მეტად დაუახლოვნდნენ და გაუღვივდათ ინტერესი ლიტერატურის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203