„სტუმრად ზღაპართან“ - ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლაში, დირექტორის ინიციატივით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
30-05-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

სკოლაში, დირექტორის -  მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, არაერთი წელია ხორციელდება პროექტი - „სტუმრად ზღაპართან“. წელსაც, რა თქმა უნდა, ტრადიციას არ უღალატა და ქალბატონი მზია, პირველკლასელებს სკოლის ბიბლიოთეკაში შეხვდა.

„იყო და არა იყო რა ...“ - ასე დაიწყო ამ დღის ზღაპარიც.

დირექტორმა პატარებს წაუკითხა ქართული ხალხური ზღაპრები. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ, მოეწონათ წაკითხული და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ერთობლივი გადაწყვეტილებით მომავალ წელს მასწავლებლები იქნებიან მსმენელები, ბავშვები კი მკითხველები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...