სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
23 მაისს, ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის I და II კლასის მოსწავლეები, სოფელ მირზაანს ესტუმრნენ, სადაც მოინახულეს ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი.
პატარებმა დიდი ცნობისმოყვარეობით დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ნივთები და გიდს მათი დანიშნულების შესახებ კითხვებიც დაუსვეს.
თავისი თვალით ნახეს ფიროსმანის ეზოდან დანახული კავკასიონის მთები და ალაზნის ველი.
ასევე სიხარულით დაათვალეირეს თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები, განსაკუთრებით მოიხიბლნენ მხატვრის ქუჩაზე მოხატული ჭიშკრების და ღობეების სილამაზით.
მუზეუმის ეზოში მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიებაც გამართეს და ანბანის წარმატებით შესწავლაც იზეიმეს - წარმოთქვეს ლექსები და იმღერეს.
ეს იყო მათი პირველი გასვლითი დღე, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ.
იხილეთ ფოტოები: