სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს 
30-05-2025

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად, სევდანარევია

21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

დირექციამ, პედაგოგებმა და უმცროსმა მეგობრებმა ახალგაზრდებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა მაისურები საუკეთესო სურვილებითა, ემოციური მინაწერებით აჭრელდა. 

კურსდამთავრებულთა დიდ მხარდამჭერად რჩება დამრიგებელი  ეთერი პაპიაშვილი , რომელმაც აღზრდილებს დიდი სიყვარულით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა. 

„ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო, საოცრად ნიჭიერებო, ჭკვიანოებო და გულიანებო!  ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ მომავალ ცხოვრებაში“,- აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

https://www.facebook.com/100005342079274/videos/pcb.3060112140843492/705941741924021

https://www.facebook.com/st.epants.mindis.gimnazia/videos/1261376959036815/

https://www.facebook.com/st.epants.mindis.gimnazia/videos/714512201244373/

https://www.facebook.com/st.epants.mindis.gimnazia/videos/1481707112813649/

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...