ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნული ფასეულობების განმტკიცებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული.
საქართველოს დამოკიდებლობის დღეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლელა ტალახაძის ხელმძღვანელობით, მიუძღვნეს ულამაზესი მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით - „პატრიოტის აღსარება“.
„ნიჭიერების ზეიმი, ულამაზესი წარმოდგენა და ზღვა ემოცია...“- ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას, რომელმაც დამსწრე საზოგადოება სიამაყით აღავსო.
მოსწავლეებმა ღონისძიებით ქვეყნის სიყვარული და ისტორიის პატივისცემა დაადასტურეს და სკოლაში საოცარი ამაღელვებელი განწყობა დაატრიალეს.