წესის საჯარო სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წელი ერთობლივი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
29-05-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეჯამეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, I კლასის მოსწავლეები აღნიშნული ღონისძიებით ანბანს, ხოლო IV კლასის მოსწავლეები დედაენას დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

მოსწავლეებმა დარბაზში სიტყვაკაზმული ქართული სიტყვის მადლი, ბარაქა და ქართული მუსიკის ჰანგები აახმიანეს და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს. 

ღონისძიება მოამზადეს კლასის დამრიგებლებმა - ნათელა ნატმელაძემ და მაია ჯელაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...