იანეულის საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, მზის ენერგიაზე მომუშავე პორტატული დამტენი  განთავსდა
29-05-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მწვანე ეკონომიკის განვითარება- წახალისებისა და ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა- ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტის -  „ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“ ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. 

პროექტი - „ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“ განხორციელდა ევროკავშირისა და KFW-ის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში.

პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს „მეს“ „გურიის განვითარების კავშირი“.

პროექტის ფარგლებში იანეულის საჯარო სკოლაში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე პორტატული დამტენი.

სკოლაში მადლობას უხდიან ხელმძღვანელებს - თამარ კუპრაძესა და ნათია ხუცურაულს და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...