ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა და საქართველოს ჰიმნით დაიწყო.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ.
პატარებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „მელია და ჩიტი“, თითოეულ ასო-ბგერაზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველი წარმატებული სასწავლო წელი მშობლების და პედაგოგების დიდი მხარდაჭერით წარიმართა და მოსწავეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
პატარებს 1-ელი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა და საგნის მასწავლებლებმა - სომხური ენის მასწავლებელმა - რუზანნა მელტონიანმა, ქართული ენის პედაგოგმა - ფენია თოროსიანმა, მათემატიკის მასწავლებელმა - ზამირა ჯანოიანმა, ჭადრაკის მასწავლებელმა- სრაპ გაბრიელიანმა, ბუნების მასწავლებელმა - აიდა აპოიანმა, ინგლისური ენის მასწავლებელმა- ინგა მელდონიანმა და ხელოვნების მასწავლებელმა - ანდრანიკ ასატრიანმა. ისინი პატარებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: