ალასტანის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის წარმატებით შესწავლა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები და სომხური ენის ანბანის შესწავლა კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ლამაზი ღონისძიება პედაგოგმა - სვეტლანა მელიქიანმა მოამზადა. მოსწალეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს.

„ჩვენი პირველი კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს. დაე, სომხური ასოები გახდეს მეცნიერების კარის გასაღები“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...