გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის პირველასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პირველი სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. წელს სკოლაში 6 პირველკლასელი ირიცხება, რომელთაც დამრიგებელმა ნელიკო გიგანმა დაუვიწყარი ღონისძიება მოუწყო და პატარებს ანბანის წარმატებით დაუფლება და სასწავლო წლის სამაგალითოდ დასრულება მიულოცა.
გაიმართა ლამაზი საზეიმო ღონისძიება. პატარება ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს.
პატარებმა მასწავლებელთან ერთად შე შექმნეს საოცრად თბილი გარემო. ყველაზე ტკბილი სიურპრიზი კი პედაგოგმა ღონისძიების ბოლოსთვის შემოინახა და პატარებს ტორტი მიართვა.
სკოლაში პედაგოგს მადლობას უხდიან ლამაზი ღონისძიებისთვის და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: