ვანის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები გრანდიოზული ღონისძიებით გააცილეს
30-05-2025

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

მე-12 კლასელებისთვის სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა მასშტაბური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა. 

ტრადიციისამებრ კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს. შემდეგ კი იყო წითელი ხალიჩა, პატარების მოფანტული ვარდის ფურცლები და მხურვალე ოვაციები. 

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება - მე-12 კლასელების შესრულებული ვალსი და მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები. ეს მნიშვნელოვანი დღე კურსდამთავრებულებთან ერთად მთელმა სკოლამ იზეიმა. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დღის ბოლოს მათი მაისურები სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა. მოსწავლეებმა კი დირექციასა და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო 1, ვიდეო 2

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...