ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბ „სარკმელს“ (ხელმძღვანელი: ნანი მოსიძე) სტუმრობდნენ.
გამომცემელთა კლუბის ხელმძღვანელი ნონა ჩალიგავა და პროექტის მონაწილეები სკოლისთვის კონფლიქტის მოგვარების თემაზე წიგნს ამზადებენ, სადაც ნორჩმა ჟურნალისტებმა სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, თუ როგორ იქმნება ჟურნალი და რას ნიშნავს გამომცემლობაში მუშაობა.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ გამომცემლობაში მუშაობის შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად ჟურნალ „სარკმელის“ სხვადასხვა ნომერი გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: