„წინ დიდი და საინტერესო გამოწვევებია“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლის დამრიგებელმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა
29-05-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა წარმატებით დაასრულეს.

მეთორმეტე კლასელებისთვის ეს დღე, სევდით განელებული სიხარულის დღეა, ცოტაოდენი ცრემლისა და დიდი სიყვარულის დღეა - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი და კურსდამთავრებულობს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს. 

„გილოცავთ ჩემო გოგო-ბიჭებო, დარდმა არ დაგიმონოთ და იმედებმა გიმეგზუროთ. მიზანთან არაფერმა შეგაჩეროთ, წინ დიდი და საინტერესო გამოწვევებია. გილოცავთ და გლოცავთ მთელი გულით“- აღნიშნავს მისალოც ტექსტსში კლასის დამრიგებელი ლია დუმბაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203