გაიცანით, თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მამისაშვილი - რომელიც ამერიკაში, სამეცნიერო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება
29-05-2025

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლას არაერთი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლე ჰყავს. ერთ-ერთი გიორგი მამისაშვილია, რომელსაც დიდი სიამაყით გვაცნობს სკოლის დირექცია.

„13 წლის გიორგი მამისაშვილი, როგორც შიდა სასკოლო ცხოვრებაშია მონდომებული და წარმატებული მოსწავლე, ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა მიმართულების ოლიმპიადებში და მოპოვებული წარმატებებით ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეა. 

აღსანიშნავია, რომ რობოტიკის მიმართულებაში პირველი ადგილი მხოლოდ ორმა მონაწილემ მოიპოვა. ერთ-ერთი კი სწორედ, გიორგი მამისაშვილია.

გიორგი ივნისის თვეში მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში, სადაც ტარდება Genius ოლიმპიადა. აღნიშნულ ოლიმპიადაში მსოფლიოს მაშტაბით თითქმის ყველა ქვეყანიდან ღებულობენ მოსწავლეები  მონაწილეობას და გიორგიც ერთ-ერთი საქართველოდან.

მას ვუსურვებთ წარმატებას, წინსვლას და ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს სკოლასა და სამშობლოს“, - აღნიშნულია დირექციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

იხილეტ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203