ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“, მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
29-05-2025

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“, მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ეს დღე თითოეული ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. სკოლის დასრულების და ახალი ცხოვრების დასაწყისია. ეს პირველი დიდი ნაბიჯია, რომელსაც ისინი ზრდასრული ცხოვრებისკენ დგამენ.

ფერადი წარწერებით, უამრავი კეთილი სურვილებით, აჭრელებული თეთრი პერანგები. ბოლო ზარი ერთდროულად თან სევდიანი და თანაც ხალისიანია. ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას, თანაკლასელებს, მასწავლებელს და გული წყდებათ. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ სწრაფვა იზიდავთ.

„გილოცავთ ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, სკოლის დასრულებას და უამრავ წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ჩვენო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი დაირეკა, ტოვებთ სკოლას , სადაც გატარებული წლები ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ. უამრავ წარმატებას გისურვებთ მომავლის გზაზე!

გვიყვარხართ და გვეიმედებით!

თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ და გვჯერა, რომ თქვენი სწავლითა და შრომით ამ იმედებს გაამართლებთ“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც ტექსტში.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

https://www.facebook.com/100063697744145/videos/pcb.1248435183956395/701135052401975

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...