ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ აღნიშნეს
29-05-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის განსაკუთრებული, ემოციური და დაუვიწყარი დღე „ბოლო ზარი“ საზეიმო ატმოსფეროში ჩატარდა.

სკოლის ეზო ბავშვობის სიმღერებით, სიხარულითა და ნოსტალგიური ცრემლებით აივსო. დასრულდა სკოლის ეტაპი, რომელიც სავსე იყო ცოდნის მიღების სურვილით, მეგობრობით, წარმატებებითა და მეხსიერებად დარჩენილი დღეებით.

სკოლის ადმინისტრაციისა და სასწავლო საზოგადოების სახელით ვულოცავთ კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულებას!

გისურვებთ თავდაჯერებულ ნაბიჯებს, მაღალი მიზნებისკენ სწრაფვას და ისეთი მომავლის აშენებას, რომელშიც საკუთარ თავებს საუკეთესო როლში იხილავთ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის სკოლა ამაყობს თითოეული მოსწავლით და დარწმუნებულია, რომ ისინი ღირსეულად წარადგენენ თავიანთ თავს ყველგან, სადაც კი ცხოვრება წაიყვანს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...