თბილისის N212 საჯარო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნა  „ბოლო ზარის" დღე.
29-05-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნა  „ბოლო ზარის" დღე.

განსაკუთრებული აქტივობებით ფერადი კვამლითა და თეთრი პერანგებით გაფორმებული სკოლის ბოლო დღე სამუდამოდ დარჩება თითოეული მოსწავლის მახსოვრობაში. 

ეს იყო სიხარულის, აღმაფრენის, ბედნიერების, იმედისა და უამრავი სიყვარულის დღე. დღე, როდესაც სრულდება მოსწავლეობა და ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, სადაც მთავარი შემოქმედნი თავად იქნებიან.

როგორც ღონისძიების დასასრულს თბილისის N212 სკოლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „სასკოლო საზოგადოების სახელით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ სიხარულს, წარმატებებს, საამაყო მომავალს!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...