„იყავით კეთილშობილები და გამბედავები“ - თბილისის N36 საჯარო სკოლის მიმართვა კურსდამთავრებულებს
29-05-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობაა - სკოლის უფროსკლასელები ოფიციალურად დაემშვიდობნენ სასკოლო ცხოვრებას. ეს დღე როგორც კურსდამთავრებულებისთვის ისე პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებისთვის განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე.

აღსანიშნავია, რომ „ბოლო ზარის“ ღონისძიება დატვირთული იყო ემოციური გამოსვლებით, მოსწავლეების გამოსათხოვარი ნომრებითა და ტრადიციული ზარის სიმბოლიკით. მასწავლებლები და მშობლები იმედითა და სიამაყით უყურებდნენ მომავლის თაობას, რომელთაც წინ ცხოვრების ახალი ეტაპი ელის.

ოფიციალური მისალოცი ტექსტი გაავრცელა სკოლის ადმინისტრაციამაც: 

საყვარელო კურსდამთავრებულებო,

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან და საზეიმო დღეს - სკოლის დასრულებას! დღეს თქვენ ასრულებთ ცხოვრებაში ერთ დიდ და მნიშვნელოვან ეტაპს და ხსნით კარს ახალ გზებზე, სავსეს შესაძლებლობებით, გამოწვევებით და გამარჯვებებით.

ეს წლები არ იყო მარტივი, მაგრამ თქვენ გაუმკლავდით ყველაფერს შრომით, სითბოთი და გამძლეობით. თქვენ იყავით გუნდი, მეგობრები, კლასელები და ახლა უკვე მომავალი ლიდერები, შემოქმედები და პროფესიონალები  გახდებით.

გახსოვდეთ, რომ ცოდნა, რომელიც აქ მიიღეთ, თქვენი მტკიცე საძირკველია. ყველაფერი, რაც გისწავლიათ, ყველა ადამიანი, ვინც გვერდით გედგათ, დარჩება თქვენს გულებში და გზაზე.

გისურვებთ წარმატებებს, სიმტკიცეს, მიზანდასახულობას და სიხარულით სავსე გზას მომავალში! იყავით კეთილშობილები, იყავით გამბედავები და ნუ შეწყვეტთ ოცნებას!

დიდი სიყვარულით და პატივისცემით, სკოლის ადმინისტრაცია.

 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...