„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალისთვის ყველაფერი მზადაა
25-06-2018
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ხვალ, 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართება. 

სახალხო დღესასაწაულისთვის უკვე ყველაფერი მზად არის და ხვალ მთელი საქართველოდან „ეტალონი მოსწავლეებისა“ და მათი დელეგაციების მოლოდინშია. 

26 ივნისს „2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება და საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს ამ დღესასწაულს. 

სამწუხაროდ, რუსთაველის თეატრის დარბაზი „ეტალონის“ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს სრულად ვერ დაიტევს. 

მადლობას გიხდით თანამოაზრეობისთვის და „2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის სადღესასწაულო ღონისძიების ნახვის მსურველებს პირდაპირ ეთერს Etaloni.ge - ზე შემოგთავაზებთ. 

გრანდიოზული ფინალის ხილვა „ლაივ სტრიმის“ საშუალებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფეისბუქ გვერდსა და „ეტალონის“ ლაიქ გვერდებზე შეგიძლიათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203