ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები შთამბეჭდავი ღონისძიებით გამოემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას.
ბოლო ზარი, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები, რომელსაც სევდა ახლავს, სევდა ბავშვობის ულამაზეს წლებთან განშორების და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა... წინ კი ლამაზი, საინტერესო და სიახლეებით სავსე დღეები გელოდებათ“, - ამ სიტყვებით მიმართეს სკოლის დირექციის წევრებმა კურსდამთავრებულებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ამცნეს.
ღონისძიება გაფორმებული იყო სხვადასხვა აქტივობებით, აღსანიშნავია, რომ აქტივობის ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სალომე კვირკველიას, რომელიც დიზაინერი იყო.
კურსდამთავრებულებს სკოლის ხელმძღვანელმაც მიმართა სიტყვით: „დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, დაგილოცავთ მომავალ სავალ გზებს, ახალგაზრდებო, მუდამ წარმატებული, ბედნიერი და ნათელი მომავალი ჩემო საყვარელო, ძვირფასო მე-12 კლასელებო“.
დირექტორმა და ასევე მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებლებს, რომლებმაც თავადაც წარმოთქვეს მისალოცი სიტყვა. ბოლო ზარის ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური სწორედ XIIა კლასის დამრიგებლის, მანანა კიკაბიძისა და XIIბ კლასის დამრიგებლის ნაზიბროლა მემარნიშვილისთვის იყო.
„ულევი წარმატებები და გამარჯვებები თქვენ“; „ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატებების...“ „გილოცავთ და დაგილოცავთ სავალ გზებს, ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო, მუდამ წარმატებულ გზაზე გევლოთ, თქვენ საქართველოს მომავალი ხართ...“ - ამ ფრაზებით გამოემშვიდობნენ კლასის ხელმძღვანელები თავიანთ მოსწავლეებს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები