ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
29-05-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გააცილეს ანბანი დევიზით: „აი შენი დედაენა“. 

დირექციის ინფორმაციით ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, თემატიკიდან გამომდინარე პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, მუსიკის პედაგოგ მაია რიჟამაძესთან ერთად კი შეასრულეს სიმღერები და ცეკვა „ქართული“. 

დადგეს ტეატრალური წარმოდგენა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან „ზარმაცი ვანო”.

როლები ასე გადანაწილდა: ვანო - დემეტრე ჩუბინიძე, მეგობრები - გიორგი მაისურაძე, ნიკოლოზ მჭედლიძე, დედა-ნინო მჭედლიძე (III კლასის მოსწავლე).

ასევე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის შეხვედრა ბავშვებთან.

იაკობი-გიორგი მაისურაძე, მოსწავლეები - დემეტრე ჩუბინიძე და ნიკოლოზ მჭედლიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მომავალი სასწავლო წლის პირველკლასელები რომლებმაც ლექსები წაიკითხეს. 

პირველი კლასის პედაგოგმა ეკატერინე თედეშვილმა პირველკლასელებს გადასცა სიგელები ალბომი: „ჩემი პირველი მასწავლებელი”და მედლები სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის.

ღონისძიებას აფორმებდა მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე და ხელოვნების პედაგოგი, ანა ღამბარაშვილი. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს მათ დამრიგებელს, მასწავლებლებს და მშობლებს გვერდში დგომისთვის და მონდომებისთვის.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

 

 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე

ვიდეო იხილეთ ბმულზე

ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...