„სიყვარულით სავსე გულით გევლოთ“- ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს დაემშვიდობა
29-05-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის ფახულანის თემის №1 საჯარო სკოლაში გამორჩეულად ემოციური და საზეიმო დღე იყო - ბოლოჯერ დაირეკა სკოლის ზარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის.

პედაგოგებმა და თანაკლასელებმა სიყვარულითა და თბილი სიტყვებით გააცილეს ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე. როგორც სკოლის ხელმძღვანელმა გამოსამშვიდობებელ ტექსტში აღნიშნა: „გილოცავთ, სიყვარულით სავსე გულით გევლოთ ბედნიერად და მრავალჟამიერ!“

ეს დღე იქცა სასიამოვნო მოგონებად, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გაჰყვებათ კურსდამთავრებულებს, როგორც სკოლის, მასწავლებლებისა და ბავშვობის წლების ერთობლივი სითბო და მემკვიდრეობა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...