ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთადერთი მეთორმეტეკლასელისთვის, ლედი გურაშვილისთვის დარეკეს
29-05-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა მეთორმეტე კლასელისთვის. ზარი, რომელიც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია და რომელიც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობს.

საგულდაგულოდ მორთულ საკლასო ოთახში თავი მოეყარათ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს, რომლებიც ერთადერთ მეთორმეტეკლასელს - ლედი გურაშვილს აცილებდნენ. მოსწავლეები ერთმანეთს ეცილებოდნენ ლექსის წაკითხვაში, სიმღერაში, ცეკვასა და მინი სპექტაკლებში. ლედიმ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული ამაგისა და სიკეთისათვის.

„შთამბეჭდავი, მრავლის მომცემი და სასიამოვნო მოსასმენი იყო სკოლის დირექტორის - თამილა ქურხაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვა.

დამრიგებელმა, მერი ნანობაშვილმა, პედაგოგებმა მზია მახარობლიშვილმა და ნინო მათეშვილმა გზა დაულოცეს კურსდამთავრებულს. ცხოვრების კლდოვან ბილიკებზე კი საკუთარი გზის პოვნა უსურვეს.

დაე, სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარები გახდეს მყარი საფუძველი მისი შემდგომი მიღწევებისთვის“, - აღნიშნულია დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...