ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული დღეა - მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი საფეხური წარმატებით დაასრულეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება ერთხმად მიულოცა ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა და მთელი კოლექტივმა.
„ჩვენო ძვირფასებო,“ - ამ სიტყვებით იწყება სკოლის მიერ გავრცელებული გულთბილი გზავნილი:
„გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ მტკიცე ნაბიჯებით სიარულს მომავლისკენ, ყოველთვის გქონდეთ მიზანი, რწმენა და გამბედაობა, რომ წინ სვლით შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.
გახსოვდეთ, ეს სკოლა ყოველთვის იქნება თქვენი სახლი - ადგილი, სადაც დაგელოდებიან, გაგიგებენ და ყოველთვის დაგაფასებენ.
სიყვარულით და პატივისცემით ნაგომარის საჯარო სკოლა“.
იხილეთ ფოტოები: