„ჩვენ ვართ საქართველო!“ - ზარიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
29-05-2025

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ფატმან ცაკაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს დამოუკიდებლობის დღეს. 

„ჩვენ ვართ საქართველო!“ - ეს მათი გზავნილია...

თემატურად გაფორმებულ სცენაზე, ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულ გარემოში ერთმანეთს ცვლიდა ბავშვების მიერ შესრულებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წაკითხული პატრიოტული ლექსები...

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სკოლის დირექცია აღნიშნავს, ისინი ამაყობენ პატარებით, რომლებმაც დავდაუზოგავად იშრომეს რათა ასეთი ლამაზი და წარმოსაჩენი ღონისძიება ჩაეტარებინათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...