„სანამ მასწავლებელი არსებობს, ერს გადაშენება არ უწერია“ - დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგებს საჯარო მადლობას უხდიან
29-05-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგების ინიციატივით დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს. 

მასწავლებლების შრომასა და ღვაწლს განსაკუთრებული პატივისცემით გამოეხმაურნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მადლიერება მოთქვეს იმ პედაგოგების მიმართ, რომელთა ყოველდღიური ძალისხმევა, სიყვარული და პროფესიული თავდადება ფასდაუდებელია მოსწავლეთა აღზრდის საქმეში.

თამრიკო ოდიშვილი, მაია სუჯაშვილი, ნინო ქუშაშვილი და ნინო ნადირაძე - ეს ის სახელებია, რომლებიც დღეს ასოცირდება ღირსეულ, თავდადებულ და პედაგოგობასთან. ისინი არა მხოლოდ ცოდნას გადასცემენ მომავალ თაობებს, არამედ ამაგრებენ საყრდენ ფასეულობებს - ენას, მამულსა და სარწმუნოებას.

„სანამ მასწავლებელი არსებობს, ერს გადაშენება არ უწერია“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ სწორედ ამ პედაგოგთა ყოველდღიური შრომაა ის საძირკველი, რაზეც შენდება ქვეყნის ხვალინდელი დღე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...