დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ესთეტიური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები.
პედაგოგი ზემერა ავალიანი მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და შესაძლებლობებზე აისახება.
ახლახან, მე-5 კლასელებს ხელოვნების გაკვეთილი ღია ცის ქვეშ, ბუნების წიაღში ჩაუტარდათ. მე-5 კლასელებმა საინტერესო პეიზაჟები შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: