ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკში ჩატარებული სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ
29-05-2025

ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის ოლიმპიადებში. ამჯერად  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.

მოსწავლეებმა სანდრო გურგუჩიანმა, ანდრია გუგავამ, ნიკოლოზ კოპალიანნა და მათე ხაბულიანი ასახელეს თავიანთი სკოლა და დამრიგებლები და პირველი ადგილი დაიკავეს სასკოლო ოლიმპიადაში. 

სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მოსწავლეები რაჭა -ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონები ჭადრაკში. მათ მოიპოვეს „ნონა გაფრინდაშვილის თასი".

ცაგერის სასკოლო საზოგადოება ამაყობს მოსწავლეების გამარჯვებიტ და მათ სიხარულსა და ულევ წარმატებებს უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...