სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგარანტო კონკურსის დავალებების სპეციფიკას აპლიკანტებს NAEC გააცნობს
30 მაისს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ ღია კარის დღე საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის. ღია კარის დღეზე გამოსაცდელები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას ტესტის შინაარსობრივ ნაწილთან და სხვადასხვა დავალების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ასევე მიიღებენ შესაბამისი ჯგუფის წარმომადგენლებისგან რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო პროცესში.
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.
დასწრება შესაძლებელია
სპეციალური ბმულის მეშვეობით.
საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრები 2025 წლის გამოსაცდელებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სისტემატიურად იმართება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ რეჟიმში. შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.