
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
21 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, ახალგაზრდებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს დირექტორმა და მასწავლებლებმა, ახალგაზრდებს ნათელი მომავალი უსურვეს და აღნიშნეს, რომ მათ დიდ გულშემატკივრებად და მხარდამჭერებად რჩებიან. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
მოსწავლეებმა საინტერესო პერფორმანსიც დადგეს და თაობათა ცვლის უწყვეტი პროცესი აჩვენეს. მე-12 კლასელები სიმბოლურად ადგილს პირველკლასელებს უთმობენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: