„ბიბლიოთეკის მოწყობა და წიგნების კითხვა“ - განჯალის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა საინტერესო აქტივობა 
29-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

ახლახან, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ნინო სიმონიშვილმა მესამე კლასში განახორციელა აქტივობა - „ბიბლიოთეკის მოწყობა და წიგნების კითხვა“. 

მასწავლებელმა სკოლაში მიტანილი წიგნები კლასის კარადაში გაანაწილა. ბავშვებმა აარჩიეს სასურველი წიგნი, წიგნებზე იმუშავეს და წაკითხულის შინაარსი გაანალიზეს. 

როგორც პედაგოგი გვეუბნება, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ბიბლიოთეკის მოწყობის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას, წიგნების შესახებ ინტერესის გაჩენას, სასწავლო პროცესში წიგნების მნიშვნელობის გააზრებას. დაწყებითი კლასებიდანვე წიგნის სიყვარული გაღვივებას და დამოუკიდებელი ლიტერატურული არჩევანის ფორმირებას.

„ბავშვები ჩაერთნენ ბიბლიოთეკის მოწყობის პროცესში, უზიარებდნენ ერთმანეთს წიგნებს და განივითარეს ანალიტიკური აზროვნება, რათა გააზრებულად აერჩიათ წიგნები“,- გვეუბნება მასწავლებელი და დასძენს, რომ აქტივობამ ხელი შეუწყო დასახული მიზნის მიღწევას - მოსწავლეებისთვის წიგნთან ურთიერთობის სწავლებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203