
არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და შესაძლებლობებზე აისახება.
მოსწავლეები „Art აქტივობების“ ფარგლებში არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნიან და დროს შემოქმედებითად და ნაყოფიერად ატარებენ.
ასეთი აქტივობები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები: